The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ელდარ ისაკაძე

ელდარ ისაკაძე
Date of birth:5 January, 1936
Date of death:27 July, 2005  (at 69 years)
Category:Musician, Educator

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

სწავლობდა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში 1954–1957წწ. და პეტრე ჩაიკოვსკის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო კონსერვატორიაში 1957–1960წწ.

1962 წლიდან იყო ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პედაგოგი, 1984 წლიდან პროფესორი, 1974–1976 წწ. კაიროსკონსერვატორიის პროფესორი; შემდეგ დაბრუნდა თბილისში და 1990 წლამდე კონსერვატორიაში ასწავლიდა; 1990 წლიდან ცხოვრობდა გერმანიაში, ქ. ინგოლშტადტში, მუშაობდა კამერულ ორკესტრში, რომელსაც მისი და ლიანა ისაკაძე ხელმძღვანელობდა; 1994 წლიდან იქვე მუშაობდა პედაგოგად დ. ოისტრახის სახელობის მუსიკალურ აკადემიაში; მისი დაკვრა საშემსრულებლო კულტურით, ხალასი ექსპრესიით და ტემპერამენტით გამოირჩეოდა; ქართველი კომპოზიტორების  მთელი რიგი ახალი ნაწარმოებების პირველი შემსრულებელია, მათ შორის ო. თაქთაქიშვილის, ს. ცინცაძისა და ვ. აზარაშვილის სავიოლონჩელო კონცერტები; პირველმა საქართველოში შეასრულა ს. პროკოფიევის კონცერტი–სიმფონია და დ. შოსტაკოვიჩის N1 კონცერტი; გასტროლებს მართავდა სსრკ ქალაქებში და საზღვარგარეთ; გარდაიცვალა გერმანიაში, ქ. ინგოლშტადტში.

წყარო: მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2007. – გვ. 121

Awards and Honors

  • 1983 - საქართველოს სახალხო არტისტი
  • 1960 - ამიერკავკასიის მუსიკოს-შემსრულებელთა კონკურსი, ლაურეატი
  • 1957 - ვიოლონჩელისტთა რესპუბლიკური კონკურსი, პირველი პრემია

Share: