Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
თამაზ ანდრონიკაშვილი![]()
Biographyთამაზ პაატას ძე ანდრონიკაშვილი(გარდაიცვალა დაახლოებით 1759 წელს) იყო კახეთის სამეფოს პოლიტიკური და სამხედრო მოღვაწე XVIII საუკუნის შუა წლებში, ქიზიყის მოურავი, ერეკლე II–ის მამიდაშვილი. თავი გამოიჩინა ყაზიყუმუხის სახანოს ხანის სურხაის წინააღმდეგ ბრძოლაში. 1746 წელს თამაზ ანდრონიკაშვილმა სასტიკად დაამარცხა ქიზიყში შეჭრილი დაღესტნელთა 15 ათასიანი ლაშქარი. ამ გამარჯვების გამო ნადირ-შაჰმა ირანში მიიწვია და დააჯილდოვა. 1747 წელს ანდრონიკაშვილი საქართველოში დაბრუნდა. 1747–1749 წლებში თავი გამოიჩინა აბდულა ბეგის წინააღმდეგ ბრძოლაში. იგი მონაწილეობდა ერევანზე(1749–1751), განჯა–ყარაბაღზე(1750) მოწყობილ ლაშქრობებში. დიდი როლი ითამაშა აჯი–ჩალაბის საწინააღმდეგო კამპანიებში. 1772 წელს ანდრონიკაშვილს დაევალა შინაპატიმრობაში ჰყოლოდა ერეკლე II-ის პოლიტიკური მოწინააღმდეგე პაატა ბატონიშვილი, რომელიც მალე "გაექცა" მეთვალყურეებს და იმერეთში გადავიდა ლევან აბაშიძესთან. როგორც ჩანს, ანდრონიკაშვილს ბატონიშვილის ხელისშეწყობა დასდეს ბრალად და ერეკლე II-ის ბრძანებით 1754 წლის აპრილში დააპატიმრეს, ქიზიყის მოურავად კი იასე ამილახვარი დანიშნეს. მალე თამაზ ანდრონიკაშვილს ძველი პატივი დაუბრუნეს. 1859 ერეკლე II-მ კვლავ შერისხა იგი და ქიზიყის მოურავობა პაპუნა ანდრონიკაშვილს გადასცა. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.151
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |