The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



დავით მიქელაძე

დავით მიქელაძე
დაბადების თარიღი:8 ივლისი, 1947  (77 წლის)
კატეგორია:ბიოლოგი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტი 1970 წელს. 1974-1983წწ. ივ. ბერიტაშვილის სახელობის ფიზიოლოგიის ინსტიტუტი, უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი, უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1983 წლიდან ივ. ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრი, ბიოქიმიის განყოფილების ხელმძღვანელი; 1995-2000წწ. სოროსის საერთაშორისო სასწავლო-სამეცნიერო პროგრამის NSF-ის პროფესორი; 2005-2008წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ბიოლოგიის ფაკულტეტის დეკანი; 2008 წლიდან ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესორი. სამეცნიერო ინტერესები: ბიოქიმია და ნეიროქიმია. 183 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი.

წყარო: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: science.org.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ევროპის ნეირომეცნიერებების საზოგადოებების ფედერაცია, წევრი (1998-)
  • ჟურნალ "Journal Biological Physics and Chemistry", მთავარი რედაქტორის მოადგილე
  • ჟურნალი "Нейрохимия" რედკოლეგია, წევრი
  • საბჭოთა ბიოქიმიკოსების ნაციონალური კომიტეტი, წევრი (1987-1991)
  • საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია, აკადემიკოსი
  • სსრკ ნეიროქიმოსთა საზოგადოების პრეზიდიუმი, წევრი (1987-1991)
  • ტვინის შემსწავლელი საერთაშორისო საზოგადოება, წევრი (1998-)

ბიბლიოგრაფია

  • პრაქტიკული ბიოქიმია : სახელმძღვ. უმაღლ. სასწ. ბიოლ. ფაკ. სტუდ. (რედაქტორი) // წ. 1.. - თბილისი, თბილ. უნ-ტის გამ-ბა, 2009. - 500გვ.. - ISBN: 978-9941-13-098-4
  • ბიოქიმია : ლექციათა კურსი (ავტორი). - თბილისი, უნივერსალი, 2007. - 282გვ.. - ISBN: 978-9941-12-036-7
  • ნეიროქიმიის საფუძვლები : სახელმძღვ. უმაღლ. სასწ. ბიოლ. ფაკ. სტუდ. (რედაქტორი). - თბილისი, თბილ. უნ-ტის გამ-ბა, 1992. - 256გვ.

გააზიარე: