Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ივანე ანდრონიკაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ქოდალო, ახლანდელი გურჯაანის რაიონი. რუსეთის არმიის კავალერიის გენერალი (1868). 1824 წელს მაიორის ჩინით (პირადი სურვილით) კავკასიაში ნიჟნი–ნოვგოროდის დრაგუნთა პოლკში გადაიყვანეს. მონაწილეობდა რუსეთ–ირანის (1826–1828) და რუსეთ–ოსმალეთის (1828–1829) ომებში. თავი გამოიჩინა ელიზავეტოპოლის, ჯევან–ბულახის, სარდარაბადის, ერევნის, ახალციხისა და ბაიბურთის ბრძოლებში. 1841 წელს მიიღო გენერალ–მაიორის ჩინი. 1849 წელს დაინიშნა თბილისის სამხედრო გუბერნატორად. ყირიმის ომის (1853–1856) დროს კავკასიის ფრონტზე, ახალციხესთან ბრძოლაში (1853 წლის 14 ნოემბერი) 5–ათასიანი რაზმით დაამარცხა ალი–ფაშას 20–ათასიანი კორპუსი, ხოლო 1854 წელს მდინარე ჩოლოქთან გაანადგურა სელიმ–ფაშას 30–ათასიანი კორპუსი. დაჯილდოებული იყო მრავალი საბრძოლო ორდენით. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.151
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |