The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



თემურ ნანეიშვილი

თემურ ნანეიშვილი
Date of birth:4 August, 1940  (84 years)
Category:Biologist, Scientist, Educator

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტი 1963 წელს.

1963-1966წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ი. ბერიტაშვილის სახელობის ფიზიოლოგიის ინსტიტუტის ასპირანტი; 1966-1971წწ. ამავე ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1971-1985წწ. უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1985-2006წწ. ამავე ინსტიტუტის მეხსიერების ნეიროფიზიოლოგიის ლაბორატორიის გამგე; 2000-2006წწ. ფიზიოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი და სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე; 2000-2006წწ. სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარე; 2006-2010წწ. აკაკი წერეთლი სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესორი; 2010 წლიდან საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის სრული პროფესორი, ნეირობიოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელი. სხვადასხვა წლებში "საქართველოს ნეირომეცნიერთა ჟურნალის" მთავარი რედაქტორი, მეცნიერებათა აკადემიის ჟურნალ "მაცნეს - სერია ბიოლოგიურის" მთავარი რედაქტორის მოადგილე. სამეცნიერო ინტერესების სფერო: ექსპერიმენტული ნეიროფსიქოლოგია, ნეიროფიზიოლოგია და ელექტროფიზიოლოგია. 5 მონოგრაფიის, მათ შორის 2 სასწავლო სახელმძღვანელოს და 130 სამეცნიერო პუბლიკაციის ავტორი. 

საკანდიდატო დისერტაცია დაიცვა 1967 წელს; სადოქტორო დისერტაცია დაიცვა 1986 წელს. 

წყარო: http://science.org.ge/newsite/?page_id=2054

Member of Organizations

  • არასამთავრობო ორგანიზაცია "ქართული აკადემია", თავმჯდომარე (2007-)
  • აშშ-ს სამეცნიერო საზოგადოება Sigma-Xi , წევრი (2002-)
  • საქართველოს ი. ბერიტაშვილის სახელობის ფიზიოლოგთა საზოგადოება ს, წავლული მდივანი, გამგეობის წევრი და ვიცე-პრეზიდენტი (1972-2011)
  • საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია, ვიცე-პრეზიდენტი (2013-)
  • საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია, აკადემიკოსი (2013-)
  • ტვინის შემსწავლელი საერთაშორისო ორგანიზაციის (IBRO) საქართველოს განყოფილება , ვიცე-პრეზიდენტი (2003-2007)

Bibliography


Share: