The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



მარიამ დემურია

მარიამ დემურია
Legal name:მარიამ ივანიშვილი
Date of birth:21 March, 1860
Date of death:21 January, 1910  (at 49 years)
Burial location:კუკიის წმინდა ნინოს სასაფლაო, თბილისი
Category:Playwright, Writer, Journalist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. გორი.

დაამთავრა თბილისის საბებიო ინსტიტუტი.

ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ მუშაობდა თბილისში, ოზურგეთსა და საჩხერეში; 1893 წელს საბოლოოდ დასახლდა თბილისში; მალე გაითქვა სახელი როგორც ნიჭიერმა სცენისმოყვარემ, მწერალმა, ჟურნალისტმა და განათლების მუშაკმა; იყო არაერთი სახალხო სახლის, თეატრის, ბიბლიოთეკა–სამკითხველოსა და სხვა კულტურულ–საგანმანათლებლო დაწესებულების ორგანიზატორი; 1904 წელს მისი უშუალო ხელმძღვანელობით დაარსდა საყმაწვილო ჟურნალი "ნაკადული" რომლის რედაქტორი 1906 წლიდან თვითონ იყო; მან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქართული საბავშვო ლიტერატურისა და ჟურნალისტიკის განვითარებაში. საზოგადო მოღვაწე, საბავშვო მწერალი.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.380; ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. I ა-დ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2018.-გვ.857

Bibliography


Share: