The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



იოსებ ანდრონიკაშვილი

იოსებ ანდრონიკაშვილი
Date of birth:25 June, 1855
Date of death:20 July, 1940  (at 85 years)
Burial location:ვაკის სასაფლაო, თბილისი
Category:Inventor, Engineer, Scientist, Educator, Public Man

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა პეტერბურგის მიმოსვლის გზათა ინჟინრების ინსტიტუტი 1881 წელს.

1882-1902 წლებში ხელმძღვანელობდა სოჭი-ტუაფსეს, თბილის-მანგლის-ახალქალაქის, თბილის-თიანეთის, თბილის-თელავის, თბილის-განჯისა და სხვა საავტომობილო გზების დაგეგმარებასა და მშენებლობას. ანდრონიკაშვილი იყო კახეთის რკინიგზის მშენებლობის ერთ-ერთი ინიციატორი(1909). აქტიურად მონაწილეობდა საქართველოს კულტურულ ცხოვრებაში: რუსეთის მუსიკალური საზოგადოების თბილისის განყოფილების ჩამოყალიბების იყო ერთ-ერთი მოთავე. მონაწილეობდა ქართული დრამატული საზოგადოებისა და ქართული კლუბის დაარსებაში. წლების მანძილზე ხელმძღვანელობდა თბილისის პირველ სამუსიკო სასწავლებელს. მეგობრობდა პეტრე ჩაიკოვსკისთან, რომელიც საქართველოში ყოფნის დროს ანდრონიკაშვილის ოჯახში გამართულ კონცერტებში მონაწილეობდა. 1886 წლის 19 აპრილს თბილისის ოპერის თეატრში მისი ინიციატივით გაიმართა პეტრე ჩაიკოვსკისადმი მიძღვნილი საღამო–კონცერტი. 1921 წლის შემდეგ იოსებ ანდრონიკაშვილი საქართველოს გზატკეცილების სამმართველოს უფროსად დანიშნეს. პარალელურად ეწეოდა სამეცნიერო-პედაგოგიურ საქმიანობას საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში. მას ეკუთვნის სახელმძღვანელოები: "სააღმშენებლო ხელოვნება"(ნაწ. 1-4, 1927-1932), "ურელსო გზები"(1930, 1932), "რუსულ-ქართული და ქართულ-რუსული სამშენებლო ლექსიკონი" (1932) და სხვ. 

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.151

Bibliography

  • ურელსო გზები : კურსი ტექნიკუმებისათვის, გზის ოსტატისა და ათისთავებისათვის. მოკლე სახელმძღვანელო პოლიტექნიკუმის სტუდენტებისათვის (Author). - ტფილისი, საქ. გზატკეცილების სამმართველო პოლიგრაფტრ. მე-2 სტ.) , 1930. - 96გვ.
  • სააღმშენებლო ხელოვნება (Author). - ტფილისი, სახელგამის გა-მა, 1927. - 204გვ.

Share: