შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნინო ანდრონიკაშვილი-აბაშიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. გურჯაანი. დაამთავრა აკაკი ფაღავას თეატრალური სტუდია 1931 წელს. დაიბადა ცნობილი კახელი თავადის დავით ანდრონიკაშვილის ოჯახში. ნინოს დედა ჭავჭავაძის ქალი იყო. ნათესაური ურთიერთობა ჰქონდა ილია ჭავჭავაძესთან. ნინო ანდრონიკაშვილმა 1931 წელს დაამთავრა აკაკი ფაღავას თეატრალური სტუდია და მუშაობა დაიწყო რუსთაველის თეატრში. წარმატება მოუტანა ფატი მაჩუტაძის როლმა შალვა დადიანის პიესაში "ნაპერწკლიდან". მისი მეუღლის რუსთაველის თეატრიდან წამოსვლის შემდეგ მოღვაწეობდა ლანჩხუთის დრამატულ თეატრში, შემდეგ კი თბილისის მუსიკალური კომედიის თეატრში. წლების მანძილზე ხელმძღვანელობდა ფილარმონიის საკონცერტო ჯგუფს. II მსოფლიო ომის წლებში სათავეში ედგა საშეფო ბრიგადას. კონცერტებს მართავდა ჰოსპიტლებში, ჯარის ნაწილებში, ფაბრიკა-ქარხნებში. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. მსახიობების ივანე(ვანიკო) მეუღლე და დოდო აბაშიძის დედა. წყარო: მამულიშვილთა სავანე. - თბ., 1994. - გვ.48; კახეთის გამოჩენილი ადამიანები/ოთარ ნაცარაშვილი.-თბ.,2001.-გვ.459 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |