The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ლადო კავსაძე

ლადო კავსაძე
Legal name:ვლადიმერ კავსაძე
Date of birth:7 January, 1886
Date of death:30 December, 1953  (at 67 years)
Burial location:დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონი, თბილისი
Category:Singer

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ხოვლე, კასპის რაიონი.

7 წლისა მიაბარეს თბილისის ერთ-ერთ პანსიონში; სიყმაწვილეში იგი გაიტაცა სპორტმა და სიმღერამ; მას სიმღერაში ამეცადინებდა იმხანად თბილისში მცხოვრები იტალიელი მომღერალი ენრიკო ბორჯი; პატარა ლადოს და მის ძმას, მიხეილს ბიძამ გამოჩენილმა მომღერალმა და ლოტბარმა სანდრო კავსაძემ გაუღვიძა სიმღერის სიყვარული; ერთხანს მღეროდა ალ. კავსაძის გუნდში; მეორე გიმნაზიის დამთავრების შემდეგ, 1908 წელს გაემგზავრა მოსკოვიში ვოკალური განათლების მისაღებად, სადაც ჩაირიცხა ოპერის თეატრში, მაგრამ მალე გადავიდა მოძრავ საოპერო დასში და გასტროლები დაიწყო რუსეთის ქალაქებში; ამ დასთან ერთად ლადო თბილისსაც ეწვია და საყოველთაო მოწონება დაიმსახურა; ამის შემდეგ ახალგაზრდა მომღერალი დიდი წარმატებით გამოდიოდა პეტერბურგის, კიევის, ტაშკენტის თეატრის სცენებზე; 1917 წლამდე მუშაობდა მოსკოვის, ორენბურგის, პეტერბურგის, სმოლენსკის ქალაქების ოპერეტის თეატრებში; ის თბილისის მუსიკალური კომედიისა და დრამის თეატრის ერთ–ერთი ფუძემდებელი იყო; 1921 წლიდან მღეროდა ზ. ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში, სადაც შესრულებული აქვს: აბესალომი (ზ. ფალიაშვილის "აბესალომ და ეთერი"), ალფრედი (ვერდის "ტრავიატა"), ალმავივა (როსინის "სევილიელი დალაქი"), ლენსკი (პ. ჩაიკოვსკის "ევგენი ონეგინი"), ვარსკვლავთმრიცხველი ("ოქროს მამალი"), კოტე და საქო (ვ. დოლიძის "ქეთო და კოტე"), შოთა ("თქმულება შოთა რუსთაველზე"), მალხაზი (ზ. ფალიაშვილის "დაისი"), მასხარა ("დარეჯან ცბიერი") პარტიები; ლამაზი ლირიკული ტენორი და მომხიბლავი სცენური გარეგნობა უზრუნველყოფდა მის მუდმივ წარმატებას; ვოკალური კარიერის დასასრულს იგი ხშირად გამოდიოდა ესტრადაზე; 1939 წლიდან თბილისის ფილარმონიის დირექტორი იყო, ხოლო 1942 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე მუშაობდა თბილისის ცირკის დირექტორად. 

წყარო: მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2007. – გვ. 124

Awards and Honors

  • 1943 - საქართველოს სახალხო არტისტი
  • საპატიო ნიშნის ორდენი
  • შრომის წითელი დროშის ორდენი

Share: