The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ლიანა კალმახელიძე

ლიანა კალმახელიძე
Date of birth:25 September, 1947  (76 years)
Category:Singer, Educator

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თელავი.

დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1973 წელს.

17 წლის ასაკში, მან თავისი პირველი საოპერო პარტია – მარო, ზაქარია ფალიაშვილის ოპერაში "დაისი" – თელავის ნიკო სულხანიშვილის სახელობის სამუსიკო სასწავლებლის მეორე კურსზე სწავლისას შეასრულა (ლირიკულ–კოლორიტურული სოპრანო); ამ სპექტაკლის შემდეგ, კომპოზიტორ სულხან ცინცაძის რეკომენდაციით, მან სწავლა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში განაგრძო; სტუდენტობისას კონსერვატორიის საოპერო სტუდიის დადგმებში, ასრულებდა ადინას (გაეტანო დონიცეტის "სიყვარულის ნექტარი"), ვიოლეტას, ჯილდას (ჯუზეპე ვერდის "ტრავიატა", "რიგოლეტო"), მიუზეტას (ჯაკომო პუჩინის "ბოჰემა"), მაროს (ზაქარია ფალიაშვილის "დაისი") პარტიებს; 1975 წლიდან იყო ზ. ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტი; ამავე წელს ის გახდა მ. გლინკას სახელობის ვოკალისტთა საკავშირო კონკურსის ლაურეატი; 1976–1977წწ. გადიოდა სტაჟირებას მილანის საოპერო თეატრ "ლა სკალაში"; იტალიიდან დაბრუნების შემდეგ მომღერალმა კვლავ განაგრძო თბილისის საოპერო თეატრში მოღვაწეობა; პარალელურად, სოლო კონცერტებსაც მართავდა, მათ შორის იყო ქართული და იტალიური მუსიკის კონცერტი ვისბადენში (1978); 1983 წელს სოლო კონცერტები მოსკოვის დიდ თეატრსა და სვეტებიან დარბაზში; 1985-1989წწ. ყოველწლიურად გამოდიოდა სანქტ-პეტერბურგში, მარინის თეატრში და გლინკას სახელობის კამერულ დარბაზში; 1989 წელს მოსკოვში, რახმანინოვის სახელობის დარბაზში; 1995 წელს კაიროს საოპერო თეატრში, კაიროშივე მან სოლისტებისათვის მასტერკლასები ჩაატარა; სანქტ-პეტერბურგსა და თბილისში მომღერალს გამართული აქვს მოცარტის, როსინის, დიმიტრი არაყიშვილის მონოგრაფიული კონცერტები; მართავდა გასტროლებს სსრკ-სა და საზღვარგარეთის ქვეყნებში (გერმანია, საფრანგეთი, იტალია, პოლონეთი, თურქეთი, ისრაელი); 2004 წლიდან არის შ. რუსთაველი სახელობის თბილისის სახელმწიფო თეატრალური უნივერსიტეტის პროფესორი; ეწევა საკონცერტო მოღვაწეობას.

წყარო: მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2007. – გვ. 126; თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრი: opera.geწიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.323

Awards and Honors

  • 1999 - ღირსების ორდენი
    ქართული საოპერო
  • 1992 - საქართველოს სახელმწიფო პრემია
  • 1989 - საქართველოს სახალხო არტისტი

Share: