Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ალა დვალი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო ქორეოგრაფიული სტუდია 1949 წელს. 1949-1973წწ. იყო თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრის მოცეკვავე; 1955 წელს მონაწილეობდა მსოფლიო ახალგაზრდობის ვარშავის ფესტივალში; 1956 წელს ვ. გუნაშვილთან ერთად იგი სსრკ წამყვანი თეატრების ბალეტის სოლისტთა ნაკრების შემადგენლობაში ჩაირიცხა და მონაწილეობდა ისლანდიასა და დანიაში გამართულ საგასტროლო ტურნეში თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო ჯგუფთან ერთად; გასტროლებზე იყო ასევე საზღვარგარეთის მრავალ ქვეყანაში (სკანდინავია, საფრანგეთი,ავსტრია); წარმატებით ასრულებდა ქართულ ცეკვებს ეროვნულ ოპერებში – ზ. ფალიაშვილის "დაისი", "აბესალომ და ეთერი", შ. მშველიძის "დიდოსტატის მარჯვენა", დ. არაყიშვილის "თქმულება შოთა რუსთაველზე"; განსაკუთრებული აღიარება მოუტანა ცეკვა "ქართულმა" (მისი უცვლელი პარტნიორი იყო საქართველოს სახალხო არტისტი ვ. გუნაშვილი); არაერთი საინტერესო სახე შექმნა ბალეტებში: "გედების ტბა", "ლაურენსია", "მთების გული", "ოტელო", "გორდა". წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.390 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |