შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
დავით დვალი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი საბუე, ყვარლის რაიონი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის კავშირგაბმულობისა და ელექტრონიკის ფაკულტეტი, სამრეწველო ელექტრონიკის სპეციალობით 1972 წელს. 1975 წლიდან მუშაობს საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში სამრეწველო ელექტრონიკის კათედრაზე; პედაგოგიურ მოღვაწეობასთან ერთად ეწევა სამეცნიერო–კვლევით საქმიანობას; 1987 წელს ჩამოაყალიბა ელექტრონული ტექნიკის სამეცნიერო–კვლევითი ლაბორატორია; არის მრავალი დანერგილი პროექტის ავტორი; კვლევის თემაა – შეუფერხებელი და ხარისხიანი ელექტროკვების ტექნოლოგიები; 1994-1997წწ. ჩაატარა სამუშაოები ტექნიკური ელექტრონიკის კათედრის ლაბორატორიული ბაზის მოდერნიზაციისა და ტექნიკური გადაიარაღების მიმართულებით; ელექტროტექნიკოსი, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი (1994), პროფესორი (1995). წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.391; საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი,. 2016.- გვ. 104-105
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |