The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თამაზ დვალი

თამაზ დვალი
დაბადების თარიღი:3 იანვარი, 1949  (76 წლის)
კატეგორია:არქიტექტორი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი 1971 წელს.

1971 წელს მუშაობა დაიწყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გ. ჩუბინიშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ინსტიტუტში არქიტექტორად; 1976 წლიდან ამავე ინსტიტუტის მეცნიერ თანამშრომელია; 1986-2006წწ. იყო ძეგლთა აღნუსხვის განყოფილების გამგე; 1987 წლიდან პარალელურად მუშაობს ქართული ენციკლოპედიის მთავარ სამეცნიერო რედაქციაში; 1997 წლიდან საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობის რედაქციის გამგეა; მიაკვლია, აზომა და შეისწავლა მრავალი ხუროთმოძღვრული ძეგლი; არის რამდენიმე ხუროთმოძღვრული ძეგლის რესტავრაციის პროექტის თანაავტორი; "საქართველოს ისტორიისა და კულტურისძეგლთა აღწერილობის" მე–2 წიგნის(თბ., 2004) რედკოლეგიის ხელმძღვანელი; გამოცემა "ქართული ხუროთმოძღვრების"(ძველი ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლთა ასახვა მიკროფილმებზე – 47000 ფოტოსურათით, ტ.1–8, ლეიდენი, 1994-2011, ინგლისუ ენაზე) მოთავე და ხელმძღვანელი; გამოკვლევები მიუძღვნა ცხვარიჭამიას, ბენისის, ვაჩნაძიანის ტაძრებს; გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო სტატია.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.391; გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიის და ძეგლთა დაცვისა კვლევის ეროვნული ცენტრის ვებ-გვერდი: gch-centre.ge

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1993 - საქართველოს სახელმწიფო პრემია

ბიბლიოგრაფია

  • ოთხთა ეკლესია = Otkhta eklesia : ფოტოალბომი (შემდგენელი). - თბილისი, 2011. - 104გვ.. - ISBN: 978-9941-0-3352-0
  • იშხანი = Ishkhani : ალბომი (შემდგენელი). - თბილისი, შპს "სეზანი", 2010. - 80გვ.. - ISBN: 978-9941-0-2507-5
  • ოშკი = Oshki : X საუკუნის ხუროთმოძღვრული ძეგლი (შემდგენელი). - თბილისი, 2009. - 72გვ. . - ISBN: 978-9941-0-2169-5

გააზიარე: