The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ლევან დვალი

Date of birth:9 May, 1927
Date of death:30 January, 1983  (at 55 years)
Burial location:ქ. თბილისი
Category:Medical Doctor, Scientist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი 1949 წელს.

1951-1952წწ. იყო მოსკოვის I სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ფაკულტატური ქირურგიული კათედრის თანამშრომელი; 1952-1956წწ. მუშაობდა მოსკოვის II, ხოლო 1957-1958წწ. მოსკოვის I კლინიკური საავადმყოფოს ქირურგიულ განყოფილებაში; 1958-1961წწ. იყო საქართველოს ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის კვლევითი ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ–მუშაკი; 1961-1967წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ჰოსპიტალური ქირურგიის კათედრის დოცენტი; 1967-1983წწ. ზოგადი ქირურგიული კათედრის პროფესორი; 1970 წლიდან იყო თბილისის მთავარი ქირურგი და აქტიურ მონაწილეობას იღებდა თბილისის ქირურგთა საზოგადოების მუშაობაში; მისი სამეცნიერო შრომები ეხება ქირურგიის აქტუალურ საკითხებს; არის მრავალი სამეცნიერო შრომის, მათ შორის 5 მონოგრაფიის ავტორი; ქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1964), პროფესორი (1967).

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.391

Bibliography


Share: