შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
კირა ანდრონიკაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. 1926–1928 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტზე, ხოლო 1929–1931 წლებში სწავლობდა მოსკოვში ი. ზავადსკის თეატრ–სტუდია; დაამთავრა საკავშირო კინემატოგრაფიის სახელმწიფო ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი 1936 წელს. 1923 წლიდან თავის დასთან, ნატო ვაჩნაძესთან ერთად იღებდნენ ფილმებში. ყველაზე დიდი წარმატება მოუტანა ელისოს როლმა ფილმში "ელისო"(1928). შესრულებული აქვს როლები: ჯამალა("მიწას სწყურია", 1930, "ვოსტოკფილმი"), სტეფანეს ცოლი("შავ მთებში", 1941), მაგდანა ხელაშვილი("ის კიდევ დაბრუნდება", 1943), ალის დედა("ზვიგენის კბილი", 1959) და სხვ. 1950 წლიდან მუშაობდა კინოსტუდია "ქართულ ფილმში" სადუბლაჟო ფილმების რეჟისორად მეორე რეჟისორად მხატვრულ ფილმებზე. 1950–1960 წლებში მისი რეჟისორობით ქართულ ენაზე დუბლირებული იყო 15–მდე უცხოური ფილმი, მათ შორის "ოტელო", "იდიოტი", "წყნარი დონი" და სხვ. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.153 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |