| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
მალხაზ ანდრონიკაშვილი![]()
Biographyმალხაზ (მელქისედეკ) ანდრონიკაშვილი იყო(გარდაიცვალა დაახლოებით 1822 წელს), ქართლ–კახეთისა და იმერეთის სამეფოების პოლიტიკური მოღვაწე, იულონ ბატონიშვილის ეშიკაღასბაში(ცერემონიალისა და კარის დაცვის უფროსი). სახელი გაითქვა ლეკების წინააღმდეგ ბრძოლაში. ცოლად ჰყავდა არჩილ იმერთა ბატონიშვილისა და ერეკლე II–ის ქალის-ელენეს ასული მაია(მარიამი), სოლომონ II–ის და. 1789 წელს მათხოჯის ბრძოლაში დაამარცხა სოლომონ II-ის მოწინააღმდეგე დავით გიორგის ძე და სოლომონ II-ს გზა გაუკაფა ტახტისაკენ. მადლიერმა სოლომონმა საცხოვრებლად იმერეთში მიიწვია და სვერის მიდამოებში უბოძა მამული 800 კომლი გლეხითურთ. 1801 წელს, ქართლ-კახეთის სამეფოს გაუქმების შემდეგ მალხაზ ანდრონიკაშვილს მიმოწერა და კავშირი ჰქონდა ირანში მყოფ ალექსანდრე ბატონიშვილთან. 1810 წელს, იმერეთის აჯანყების დროს ებრძოდა რუსეთის ჯარს. იმერეთის სამეფოს გაუქმების შემდეგ სოლომონ ლიონიძესთან ერთად გაიქცა ახალციხეში. აქედან სოლომონ II-ის დავალებით ჯერ ოსმალეთში გაემგზავრა დახმარების სათხოვნელად, შემდეგ კი ირანში. 1815 წელს ჩავიდა ერევანში, ეჩმიაძინში და სომეხთა კათალიკოსის შუამდგომლობით საქართველოს მთავარმართებლისაგან პატიება და სამშობლოში დაბრუნების ნებართვა მიიღო. ჩამოვიდა საქართველოში და გარდაცვალებამდე კახეთში ცხოვრობდა. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.152
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

