The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



კონსტანტინე ანდრონიკაშვილი

კონსტანტინე ანდრონიკაშვილი
Other name:კოწო
Date of birth:20 December, 1887
Date of death:2 July, 1954  (at 66 years)
Burial location:ვაკის სასაფლაო, თბილისი
Category:Educator, Filmmaker

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ყვარელი.

1906–1910 წლებში სწავლობდა პარიზის სორბონის უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე. პარალელურად ეუფლებოდა სარეჟისორო ხელოვნებას პარიზის თეატრ "ოდეონის" დრამატულ სტუდიაში (დაამთავრა 1910 წელს) რეჟისორ ა. ანტუანის ხელმძღვანელობით.  1911–1913 წლებში მუშაობდა თბილისის, ქუთაისის, ბათუმის, ჭიათურის, სოხუმის თეატრებში. 1931–1945 წლებში რუსეთის (ნიჟნი–ნოვგოროდი, როსტოვი, ყაზანი, ეკატერინბურგი, სარატოვი და სხვ.) თეატრებში. 1945 წლიდან იყო კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრის რეჟისორი, პარალელურად ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას  საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალურ ინსტიტუტში (1945–1954). დადგმული აქვს 60–მდე სხვადასხვა ჟანრის პიესა, მათ შორის, ი. გედევანიშვილის "სინათლე" (1924), ა. სუმბათაშვილის "ღალატი", ა. დიუმას "მარგარიტა გოტიე", ჰ. სენკევიჩის "რუი ბლაზი" (ეკატერინებურგი, 1937), ვაჟა–ფშაველას "მოკვეთილი" (1945), სოფოკლეს "ოიდიპოს მეფე", კ. გუცკოვის "ურიელ აკოსტა" და სხვ. წერდა პიესებს ("სიზმარი კოშკში", "სიყვარულის ყვავილი" და სხვ.). თარგმნა მ. გორკის "უკანასკნელნი", სოფოკლეს "ოიდიპოს მეფე", მოლიერის "გააზნაურებული მდაბიო", ლოპე დე ვეგას "ძაღლი თივაზე" და სხვ. წერდა და აქვეყნებდა წერილებს სასცენო ხელოვნების საკითხებზე. გადაღებულია ფილმში "მამის მკვლელი" (კობა) და სხვ. პროფესორი(1947).

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.152; ქართველ მოღვაწეთა ნეკროპოლი. წ. 1/ შეადგ., წინასიტყვაობა, შენიშვნები და საძიებელი დაურთო სოლომონ ხუციშვილმა. -თბ., 1961. -გვ.17

Awards and Honors

  • 1950 - საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე

Bibliography


Share: