შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
კონსტანტინე ანდრონიკაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ყვარელი. 1906–1910 წლებში სწავლობდა პარიზის სორბონის უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე. პარალელურად ეუფლებოდა სარეჟისორო ხელოვნებას პარიზის თეატრ "ოდეონის" დრამატულ სტუდიაში (დაამთავრა 1910 წელს) რეჟისორ ა. ანტუანის ხელმძღვანელობით. 1911–1913 წლებში მუშაობდა თბილისის, ქუთაისის, ბათუმის, ჭიათურის, სოხუმის თეატრებში. 1931–1945 წლებში რუსეთის (ნიჟნი–ნოვგოროდი, როსტოვი, ყაზანი, ეკატერინბურგი, სარატოვი და სხვ.) თეატრებში. 1945 წლიდან იყო კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრის რეჟისორი, პარალელურად ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალურ ინსტიტუტში (1945–1954). დადგმული აქვს 60–მდე სხვადასხვა ჟანრის პიესა, მათ შორის, ი. გედევანიშვილის "სინათლე" (1924), ა. სუმბათაშვილის "ღალატი", ა. დიუმას "მარგარიტა გოტიე", ჰ. სენკევიჩის "რუი ბლაზი" (ეკატერინებურგი, 1937), ვაჟა–ფშაველას "მოკვეთილი" (1945), სოფოკლეს "ოიდიპოს მეფე", კ. გუცკოვის "ურიელ აკოსტა" და სხვ. წერდა პიესებს ("სიზმარი კოშკში", "სიყვარულის ყვავილი" და სხვ.). თარგმნა მ. გორკის "უკანასკნელნი", სოფოკლეს "ოიდიპოს მეფე", მოლიერის "გააზნაურებული მდაბიო", ლოპე დე ვეგას "ძაღლი თივაზე" და სხვ. წერდა და აქვეყნებდა წერილებს სასცენო ხელოვნების საკითხებზე. გადაღებულია ფილმში "მამის მკვლელი" (კობა) და სხვ. პროფესორი(1947). წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.152; ქართველ მოღვაწეთა ნეკროპოლი. წ. 1/ შეადგ., წინასიტყვაობა, შენიშვნები და საძიებელი დაურთო სოლომონ ხუციშვილმა. -თბ., 1961. -გვ.17 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |