Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
რევაზ ანდრონიკაშვილი![]()
Biographyრევაზ პაპუნას ძე ანდრონიკაშვილი იყო XVIII საუკუნის II ნახევარში ქართლ–კახეთის სამეფოს პოლიტიკური და სამხედრო მოღვაწე, ქიზიყის მოურავი 1754–1759 და 1770–1780 წლებში. ანდრონიკაშვილთა საგვარეულოს ძირითადი(ქიზიყში დაწინაურებული) ხაზის გვერდითი შტოს წარმომადგენელი. მამულები ჰქონია სოფელ ზიარში, ფხოველში, მელაანში, ბაკურციხეში და ა. შ. 1766 წელს გიორგი ერეკლეს ძე(შემდეგში გიორგი XII) დაქორწინდა რევაზ ანდრონიკაშვილის დაზე ქეთევანზე, რამაც მისი პოზიციები მეტად გაამაგრა. მან თავი გამოიჩინა მოთარეშე ლეკთა წინააღმდეგ ბრძოლებში. სასტიკად დაამარცხა ისინი 1770, 1773 წლებში. 1775 წელს იგი დაუპირისპირდა სასახლის კარზე ფეოდალთა იმ ჯგუფს, რომელსაც სათავეში ედგა დედოფალი დარეჯანი. 1780 წელს დარეჯანის ინიციატივით ანდრონიკაშვილს ჩამოართვეს ქიზიყის მოურავობა და დაუბრუნეს ერეკლე II–ის სიძეს ზაქარიას. ანდრონიკაშვილი აქტიურად იბრძოდა სამეფო ტახტზე თავისი სიძის, გიორგის ასაყვანად. არსებობს ეჭვი, რომ მან რამდენჯერმე მოაწყო შეთქმულება დარეჯან დედოფლის გავლენის სალიკვიდაციოდ. შესაძლებელია იგი მონაწილეობდა 1781 წლის 18 თებერვალს ლევან ბატონიშვილის მკვლელობაში. 1795 წელს, კრწანისის ბრძოლის წინ, რევაზ ანდრონიკაშვილმა გზიდან უკან გააბრუნა ერეკლე II–ის დასახმარებლად გამოგზავნილი(ზოგიერთი ცნობით 200) ქიზიყელი, რამაც ბრძოლის შედეგზე არსებითი გავლენა იქონია. ამის გამო მან ერეკლე II–ის რისხვა დაიმსახურა. 1800 წელს გიორგი XII–მ მას კვლავ დაუბრუნა ქიზიყის მოურავობა. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.153
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |