The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



აკაკი დვალიშვილი

აკაკი დვალიშვილი
Date of birth:23 January, 1922
Date of death:30 April, 2008  (at 86 years)
Category:Filmmaker

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტის ელექტროტექნიკური ფაკულტეტი 1944 წელს; შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი.

1949 წელს დაინიშნა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრში რეჟისორის ასისტენტად; 1959 წელს კ. მარჯანიშვილის სახელობის აკადემიური თეატრის დირექტორად; 1961 წელს იყო კულტურის მინისტრის პირველი მოადგილე, პარალელურად 1967 წელს ასრულებდა კ. მარჯანიშვილის სახელობის აკადემიური თეატრის და 1973 წელს ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის დირექტორის მოვალეობას; მისი ინიციატივით შეიქმნა საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალურ ინსტიტუტში კინოსარეჟისორო ფაკულტეტი, დაარსდა კინომსახიობთა თეატრსტუდია, ჟურნალი "ალმახანი"; მის მიერ დადგმულ სპექტაკლთა შორის აღსანიშნავია: ი. ჭავჭანიძის "თბილისელი ქალიშვილი" (1951), ნ. გოგოლის "ბანქოს მოთამაშენი" (1952), ს. კლდიაშვილის "დღესასწაული საკრაულაში" (1953), ვ. კანდელაკის "სარეველა" (1953), მ. ჯაფარიძის "ჩვენებურები" (1956); 1955 წელს მიენიჭა დამდგმელი რეჟისორის პირველი კატეგორია, მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. თეატრალური და საზოგადო მოღვაწე.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.392; წიგნი ღირსებისა: ტ. 2/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.40

Member of Organizations

  • კინემატოგრაფიის სახელმწიფო კომიტეტი, თავმჯდომარე (1973-1990)
  • სარეჟისორო კოლეგია, თავმჯდომარე (1959-)
  • საქართველოს კინემატოგრაფისტთა შემოქმედებითი კავშირი, წევრი

Awards and Honors

  • 1997 - ღირსების ორდენი
  • 1958 - საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე

Share: