Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
მანუელ დვალიშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი სულორი, ვანის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი 1953 წელს. 1953-1978წწ. მუშაობდა ბორჯომში, სანატორიუმ "ლიკანში" სხვადასხვა თანამდებობაზე; 1978 წელს იყო კურორტოლოგიის და ფიზიოთერაპიის სამეცნიერო–კკვლევითი ინსტიტუტის ბორჯომის ჯგუფის უფროსი მეცნიერ მუშაკი; 1979-1993წწ. და 1995–1997წწ. სანატორიუმ "ლიკანის" მთავარი ექიმი; 1997-2008წწ. სააქციო საზოგადოება სანატორიუმ "ლიკანის" დირექტორი; 2008 წლიდან კონსულტანტია; არის მრავალი სამეცნიერო შრომის ავტორი, მათ შორის 9 სახელმძღვანელოსი და 4 მონოგრაფიისა; თერაპევტი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1984), პროფესორი (1999). წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.393 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |