შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ირაკლი ანდრონიკოვი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. პეტერბურგი. დაამთავრა ლენინგრადის უნივერსიტეტის ისტორიულ–ფილოლოგიური ფაკულტეტი 1930 წელს. ნაწარმოებების გამოქვეყნება დაიწყო 1929 წლიდან(რუსულ ენაზე). 1935 წლიდან გამოდიოდა ესტრადაზე თავისივე ზეპირი მოთხრობებით, რომლებშიც განასახიერებდა რეალური გმირების–მწერლების, მეცნიერების, მსახიობების და სხვა მოღვაწეების "პორტრეტებს". 1941 წლიდან მონაწილეობდა II მსოფლიო ომში, როგორც სამხედრო კორესპონდენტი(კალინინის ფრონტი, სმოლენსკის პარტიზანული რაზმები, ამიერკავკასიის ფრონტი). ირაკლი ანდრონიკოვის ზოგიერთი მოთხრობა მხოლოდ ზეპირ ვარიანტში არსებობს("ვარვარა ზახაროვნა", "სტუმრად ბიძასთან", "პირველად ესტრადაზე"), სხვები კი შემდგომში დაიბეჭდა("მოთხრობები–საუბრები",1935), ("გენერალ ჩანჩიბაძის საუბარი ახალწვეულებთან", 1942), ("ლერმონტოვის თანამემამულე", 1952), ("შალიაპინის ყელი", 1959), ("სალვინის შეცდომა", 1959) და სხვ. როგორც ლიტერატურათმცოდნე, ანდრონიკოვი უმთავრესად მიხეილ ლერმონტოვის შემოქმედებას იკვლევდა. აღმოაჩინა და გამოაქვეყნა მიხეილ ლერმონტოვის, ალექსანდრე პუშკინისა და სხვა პოეტთა ბიოგრაფიული მასალები. მუშაობდა ტექსტოლოგიაში. იყო ლერმონტოვის თხზულებათა ოთხტომეულის რედაქტორი(1953). იგი ხშირად გამოდიოდა როგორც პუბლიცისტი, კრიტიკოსი. ანდრონიკოვის ზეპირი მოთხრობები საფუძვლად დაედო რამდენიმე კინოფილმს, რომლებშიც ის თვითონვე მონაწილეობდა. ირაკლი ანდრონიკოვი ეწეოდა დიდ საზოგადო, ორგანიზატორულ–შემოქმედებით მუშაობას. სხვადასხვა დროს იყო სსრკ მწერალთა კავშირის გამგეობის, ლენინური და სახელმწიფო პრემიების კომიტეტის, მთელი რიგი სამეცნიერო საბჭოებისა და სარედაქციო კოლეგიების წევრი. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.153; nlr.ru ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |