The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



რაულ ჩილაჩავა

რაულ ჩილაჩავა
Date of birth:15 May, 1948  (76 years)
Category:Diplomat, Scientist, Translator, Poet, Journalist

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ჭითაწყარო, ზუგდიდის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის ჟურნალისტიკის განყოფილება 1970 წელს.

1967 წელს მიავლინეს უკრაინული ენისა და ლიტერატურის შესასწავლად. 1970 წლიდან ცხოვრობს კიევში.  მუშაობდა უკრაინულ პრესაში ჟურნალისტად, კიევის ტარას შევჩენკოს სახელობის სხელმწიფო უნივერსიტეტში ლექტორად; 1992-2005წწ. უკრაინის ეროვნებებისა და მიგრაციის საქმეთა მინისტრის მოადგილე, პარალელურად უკრაინის დედაქალაქის წამყვან უნივერსიტეტებში ეწეოდა პედაგოგიურ და სამეცნიერო საქმიანობას; კიევის კულტურისა და ხელოვნების ხელმძღვანელ კადრთა სახელმწიფო აკადემიაში ხელმძღვანელობდა უკრაინული და მსოფლიო ლიტერატურის კათედრას, დავით გურამიშვილის სახელობის საქართველო-უკრაინის კულტურულ ურთიერთობათა საერთაშორისო ასოციაციას; 2005-2010წწ. უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ლატვიაში. უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ საქართველოში დაბრუნდა. ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.

Member of Organizations

  • ლატვიის მეცნიერებათა აკადემია, საპატიო დოქტორი
  • ლატვიის მწერალთა კავშირი, წევრი
  • მწერალთა და პუბლიცისტთა საერთაშორისო ასოციაცია, წევრი
  • საქართველოს მწერალთა კავშირი, წევრი
  • უკრაინის თეატრალურ მოღვაწეთა კავშირი, წევრი
  • უკრაინის მწერალთა კავშირი, წევრი

Awards and Honors

  • გალაკტიონ ტაბიძის სახელობის პრემია
  • თბილისის მერია, სიგელი და მედალი "ქართული კულტურის ამაგდარი"
  • მაქსიმ რილსკის სახელობის პრემია
  • ვლადიმერ ვინიჩენკოს სახელობის პრემია
  • მავრიკ ვულფსონის სახელობის პრემია
  • ალექსანდრე ჩაკის სახელობის პრემია
  • უკრაინის უზენაესი რადის საპატიო სიგელი, უკრაინელი ერის წინაშე განსაკუთრებული დამსახურებისათვის
  • უკრაინის მინისტრთა კაბინეტის საპატიო სიგელი
  • ციცერონის სახელობის საერთაშორისო პრიზი
  • ფრანც კაფკას სახელობის საერთაშორისო ოქროს მედალი
  • ღირსების ორდენი
  • საერთაშორისო ორდენი "კომანდორის ჯვარი“
  • საერთაშორისო ორდენი "ოფიცრის ჯვარი“
  • უკრაინის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე

Bibliography


Share: