The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



რაულ ჩილაჩავა

რაულ ჩილაჩავა
Date of birth:15 May, 1948  (78 years)
Category:Diplomat, Scientist, Translator, Poet, Journalist

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ჭითაწყარო, ზუგდიდის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის ჟურნალისტიკის განყოფილება 1970 წელს.

1967 წელს მიავლინეს უკრაინული ენისა და ლიტერატურის შესასწავლად. 1970 წლიდან ცხოვრობს კიევში.  მუშაობდა უკრაინულ პრესაში ჟურნალისტად, კიევის ტარას შევჩენკოს სახელობის სხელმწიფო უნივერსიტეტში ლექტორად; 1992-2005წწ. უკრაინის ეროვნებებისა და მიგრაციის საქმეთა მინისტრის მოადგილე, პარალელურად უკრაინის დედაქალაქის წამყვან უნივერსიტეტებში ეწეოდა პედაგოგიურ და სამეცნიერო საქმიანობას; კიევის კულტურისა და ხელოვნების ხელმძღვანელ კადრთა სახელმწიფო აკადემიაში ხელმძღვანელობდა უკრაინული და მსოფლიო ლიტერატურის კათედრას, დავით გურამიშვილის სახელობის საქართველო-უკრაინის კულტურულ ურთიერთობათა საერთაშორისო ასოციაციას; 2005-2010წწ. უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ლატვიაში. უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ საქართველოში დაბრუნდა. ქ. ზუგდიდში გახსნილია რაულ ჩილაჩავას სახელობის ვარსკვლავი. ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.

Member of Organizations

  • ლატვიის მეცნიერებათა აკადემია, საპატიო დოქტორი
  • ლატვიის მწერალთა კავშირი, წევრი
  • მწერალთა და პუბლიცისტთა საერთაშორისო ასოციაცია, წევრი
  • საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია, უცხოელი წევრი
  • საქართველოს მწერალთა კავშირი, წევრი
  • უკრაინის თეატრალურ მოღვაწეთა კავშირი, წევრი
  • უკრაინის მწერალთა კავშირი, წევრი

Awards and Honors

  • შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია
  • მავრიკ ვულფსონის სახელობის პრემია
  • ალექსანდრე ჩაკის სახელობის პრემია
  • ვლადიმერ ვინიჩენკოს სახელობის პრემია
  • პრემია "საგურამო"
  • გიორგი ლეონიძის სახელობის პრემია
  • ზუგდიდის საპატიო მოქალაქე
  • ჯემალ აჯიაშვილის სახელობის პრემია
  • უკრაინის პენ-კლუბის პრემია "დრაგომანი"
  • მაქსიმ რილსკის სახელობის პრემია
  • გალაკტიონ ტაბიძის სახელობის პრემია
  • ღირსების ორდენი
  • ციცერონის სახელობის საერთაშორისო პრიზი
  • ფრანც კაფკას სახელობის საერთაშორისო ოქროს მედალი
  • საერთაშორისო ორდენი "კომანდორის ჯვარი"
  • საერთაშორისო ორდენი "ოფიცრის ჯვარი"
  • თბილისის მერია, სიგელი და მედალი "ქართული კულტურის ამაგდარი"
  • უკრაინის უზენაესი რადის საპატიო სიგელი, უკრაინელი ერის წინაშე განსაკუთრებული დამსახურებისათვის
  • უკრაინის მინისტრთა კაბინეტის საპატიო სიგელი
  • უკრაინის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე

Bibliography


Share: