The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მარინა კვიტაიშვილი

მარინა კვიტაიშვილი
დაბადების თარიღი:26 მაისი, 1954  (70 წლის)
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1977 წელს.

1978–1981წწ. იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის მიკრობიოლოგიური კათედრის ასპირანტი; 1981–1988წწ. ასისტენტი; 1989 წლიდან ჯგუფის "ვირუსული ჰეპატიტების დისგნოსტიკა, მკურნალობა, პროფილაქტიკა" ხელმძღვანელი, წამყვანი მეცნიერ–თანამშრომელი; 1996 წლიდან კი თბილისსის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ინფექციურ დაავადებათა კათედრის დოცენტი. ავტორია 46 სამეცნიერო ნაშრომის, რომელთა უმრავლესობა ეხება ვირუსული ჰეპატიტების პრობლემებს. გამოცემული აქვს ორი მეთოდური რეკომენდაცია ექიმებისა და სტუდენტთათვის. 

ინფექციონისტი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ინტერფერონის როლი ვირუსული ჰეპატიტების მიმდინარეობასა და გამოსავალში", დაიცვა 1982 წელს.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.151


გააზიარე: