შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მაია კივილაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სტომატოლოგიური ფაკულტეტი 1991 წელს. 1993–1996წწ. იყო თბილისის სამედიცინო აკადემიის ასპირანტი; 1997 წლიდან ამავე ინსტიტუტის ქირურგიული სტომატოლოგიის კათედრის ასისტენტი, სამედიცინო აკადემიის ფასიანი ინსტიტუტისა და თბილისის სამედიცინო სტომატოლოგიური ინსტიტუტის ასისტენტი. ავტორია 13 სამეცნიერო ნაშრომის, 2 მეთოდური რეკომენდაციის, 2 რაციონალიზატორული წინადადების და აქვს 2 საავტორო მოწმობა გამოგონებასა და პატენტზე. ყბა–სახის ქირურგი, სტომატოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "სამედიცინო რეაბილიტაცია სახის შუა და ქვედა ზონის ძვალ–რეკონსტრუქციული ოპერაციების დროს", დაიცვა 1996 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.151
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |