The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მიხეილ კვალიაშვილი

მიხეილ კვალიაშვილი
დაბადების თარიღი:28 დეკემბერი, 1898
გარდაცვ. თარიღი:29 აპრილი, 1974  (75 წლის ასაკში)
კატეგორია:რეჟისორი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. გორი.

დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1924 წელს (ვოკალის განხრით).

1925–1926წწ. მუშაობდა ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის საოპერო სტუდიაში; 1926 წლიდან იყო ზ. ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის რეჟისორი; დადგმული აქვს: ზ. ფალიაშვილის "აბესალომ და ეთერი", პ. ჩაიკოვსკის "იოლანტა", "მაზეპა", "პიკის ქალი", ბოროდინის "თავადი იგორი", როსინის "სევილიელი დალაქი", პუჩინის "ბოჰემა"; 1939–1940წწ. მუშაობდა სსრკ მოსკოვის დიდ თეატრში; მონაწილეობა მიიღო ზ. ფალიაშვილის "აბესალომ და ეთერის" დიდი თეატრის სცენაზე დადგმაში; ავტორია მემუარების ორი წიგნისა (რუსულ ენაზე, I-1969, II–1975), რომლებიც ბევრ საინტერესო მასალას შეიცავს.

წყარო: მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2007. – გვ. 135; ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 249

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1943 - საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე

გააზიარე: