Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
შოთა კიკნაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი საღანძილე, ხარაგაულის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი 1942 წელს, ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1951 წელს(ვოკალური განხრით). 1951–1978წწ. იყო ზ. ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტი; მას ჰქონდა ლამაზი, ხავერდოვანი ტემბრის ხმა (ბარიტონი), მიმზიდველი გარეგნობა; შესრულებული აქვს პარტიები: კიაზო, მურმანი (ზ. ფალიაშვილის "დაისი", "აბესალომ და ეთერი"), ჩალხია(ო. თაქთაქიშვილის "მინდია"), რობერტი, ონეგინი(პ. ჩაიკოვსკის "იოლანტა", "ევგენი ონეგინი"), ჟერმონი, გრაფი დი ლუნა (ვერდის "ტრავიატა", "ტრუბადური"), ფიგარო (როსინის "სევილიელი დალაქი"), დონ–ჯოვანი(მოცარტის "დონ–ჯოვანი"), ვალენტინი(გუნოს "ფაუსტი"), სილვიო (ლეონკავალოს "ჯამბაზები"); მონაწილეობდა ქ. საარბრიუკენში ზ. ფალიაშვილის "დაისისა" (1973, კიაზოს პარტია) და პ. ჩაიკოვსკის "პიკის ქალის" (1974, ელეცკის პარტია) წარმოდგენებში; გასტროლებით შემოიარა ყოფილი სსრკ-ის ქალაქები და საზღვარგარეთის მრავალი ქვეყანა. წყარო: მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2007. – გვ. 137; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ. 36 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |