Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ლილე კილაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. სწავლობდა მოსკოვში 1945–1950წწ.(ჩელოს კლასში), 1950–1955წწ.(სადირიჟორო კლასში). 1954–1957წწ. მუშაობდა ქ. სარატოვის ოპერისა და ფილარმონიის სიმფონიური ორკესტრის დირიჟორად; 1959 წლიდან საქართველოს ტელერადიოს ორკესტრის სამხატვრო ხელმძღვანელი და მთავარი დირიჟორი იყო; სისტემატურად მართავდა კონცერტებს; პროპაგანდას უწევდა ქართულ მუსიკას; მისი, როგორც დირიჟორის დიდი დამსახურებაა, რომ ქართველი მსმენელი ეზიარა მსოფლიო უნიკალური ხელოვნების არაერთ ნიმუშს, ქართველ, მათ შორის ახალგაზრდა კომპოზიტორთა ნაწარმოებებს; იყო ქართველი კომპოზიტორების – შ. მშველიძის, რ. გაბიჩვაძის, ს. ნასიძის, ს. ცინცაძის, ო. თაქთაქიშვილის ნაწარმოებების პირველი შემსრულებელი; მისი დირიჟორობით საქართველოში პირველად შესრულდა ჰაიდნის ორატორია "წელიწადის დრონი", ბრუკნერის მე–6 სიმფონია, ჰინდემითის სიმფონია "მხატვარი მატისი"; გარდაიცვალა კონსერვატორიის დიდ საკონცერტო დარბაზში, ორკესტრის საფინალო აკორდისთანავე; 1979 წელს(სიკვდილის შემდეგ) მიენიჭა ზ. ფალიაშვილის სახელობის პრემია. წყარო: მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2007. – გვ. 138; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ. 38 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |