შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ბათუ კრავეიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. სამტრედია. დაამთავრა მოსკოვის სამედიცინო ინსტიტუტი 1935 წელს, ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1937 წელს. 1937 წლიდან იყო ზ. ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტი; 1939–1941წწ. გამოდიოდა სსრკ მოსკოვის დიდი თეატრის სცენაზე; მან შექმნა მრავალი ვოკალურ–სცენური სახე: კიაზო, მურმანი (ზ. ფალიაშვუილის "დაისი", "აბესალომ და ეთერი"), აბდუშაჰილი (ა. კერესელიძის "ბაში–აჩუკი"), გოჩა (მ. ბალანჩივაძის "დარეჯან ცბიერი"), თავადი იგორი (ბოროდინის "თავადი იგორი"), ელეცკი, ონეგინი, რობერტი (პ. ჩაიკოვსკის "პიკის ქალი", "ევგენი ონეგინი", "იოლანტა"), ჟერმონი, ამონასრო (ვერდის " ტრავიატა", "აიდა"), ესკამილიო (ბიზეს "კარმენი"); გამოირჩეოდა ლამაზი, ხავერდოვანი ტემბრის ხმით (ბარიტონი), არტისტული ტემპერამენტით; 1958 წლიდან იყო ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პედაგოგი; ავტორია მემუარების, წიგნებისა ქართულ და რუსულ ენებზე – "დაუვიწყარი" (1966, 1970); გადაღებულია მხატვრულ ფილმებში: "დაკარგული სამოთხე" (1938, დ. რონდელი), "გიორგი სააკაძე" (1942, მ. ჭიაურელი), "ქეთო და კოტე" (1948, ვ. ტაბლიაშვილი). ეწეოდა წარმატებულ საკონცერტო მოღვაწეობას. 1958 წლიდან იყო თბილისის კონსერვატორიის პედაგოგი. წყარო: მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2007. – გვ. 147; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |