Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
მიხეილ თამარაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ახალციხე. პირველდაწყებითი განათლება მიიღო ახალციხის სამრევლო სკოლაში. 1878 წლიდან სწავლობდა კონსტანტინოპოლში კათოლიკე მოძღვრის პეტრე ხარისჭირაშვილის მიერ დაარსებულ ქართულ სასწავლებელში, 1881–1883 წლებში ესპანეთში, სასულერო სემინარიაში. 1888 წელს დაამთავრა პარიზის წმ. ლაზარეს დიდი სასულიერო სასწავლებელი. გაეცნო პარიზის სამეცნიერო ცხოვრებას, მუშაობდა წიგნსაცავებში, არქივებსა და მუზეუმებში. ამავე წელს დაბრუნდა საქართველოში. 1890 წელს ცარიზმის მოხელეებმა, იგი როგორც "უცხო იდეებით" გამსჭვალული პიროვნება, თბილისიდან გააძევეს და საქართველოს ტერიტორიაზე ცხოვრების უფლება აუკრძალეს. 1891 წელს ჩავიდა რომში და სწავლა განაგრძო სასულიერო აკადემიაში, რომელიც დაამთავრა 1894 წელს და ღვთისმეტყველების დოქტორის წოდება მოიპოვა. ფრანგულ და იტალიურ პერიოდიკაში აქვეყნებდა წერილებს საქართველოს ისტორიის საკითხებზე. ვატიკანის, საფრანგეთის, იტალიის, თურქეთის, ალექსანდრიის, მოსკოვისა და ლონდონის არქივებში მიხეილ თამარაშვილმა გამოავლინა საქართველოს ისტორიის ამსახველი დიდძალი დოკუმენტური მასალა. მან დაამუშავა საქართველო–ევროპის ურთიერთობის და, კერძოდ, საქართველოში კათოლიკური სარწმუნოების გავრცელებასთან დაკავშირებული მასალები და გამოსცა "ისტორია კათოლიკობისა ქართველთა შორის" (თბ. 1902), "პასუხად სომხის მწერლებს, რომელნიც უარყოფენ ქართველთა კათოლიკობას" (თბ. 1904). მისმა წიგნმა "საქართველოს ეკლესიის ისტორია"(რომი, 1910, ფრანგულ ენაზე) დიდი გამოხმაურება პოვა ევროპის სამეცნიერო წრეებში. ამ გამოცემას ვატიკანის სპეციალური პრემია მიენიჭა. მიხეილ თამარაშვილმა აღმოაჩინა სიცილიაში კრისტოფორო დე კასტელის სურათების ალბომი. მას დიდი წვლილი მიუძღვის სულხან–საბა ორბელიანის ევროპაში მოგზაურობის შესახებ მასალების მოძიებაში. მან ერთ–ერთმა პირველმა აზიარა ევროპელი მკითხველი საქართველოს ისტორიასა და კულტურას. 1911 წლის 16 სექტემბერს იტალიის სოფელ სანტა–მარინელასთან სახელოვანი მეცნიერი დაიღუპა სხვისი სიცოცხლის გადარჩენის მცდელობისას, 53 წლის ასაკში. დაკრძალულ იქნა 18 სექტემბერს სანტა-მარინელას ეკლესიაში, თუმცა, დღემდე უცნობი მიზეზების გამო, მალევე მისი ცხედარი ქალაქ ჩივიტავეკიას წმინდა მარინის პანსიონში გადაასვენეს, 1978 წელს იტალიის ქალაქ ჩივიტავეკიიდან გადმოასვენეს საქართველოში. დაკრძალულია დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში. მისი მეცნიერული მემკვიდრეობის დიდი ნაწილი ინახება კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში. თეოლოგიის დოქტორი, პროფესორი. წყარო: ქართული საბჭოთს ენციკლოპედია: ტ.4.–თბ.,1979.–გვ.578 Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |