Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ელენე ბახტაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: დაბა ხონი. დაამთავრა ქ. ქუთაისის საქალებო გიმნაზია 1892 წელს. 1894 წელს ელენემ და მისმა ძმამ ილია ბახტაძემ (ხონელმა) დაბა ხონში დააარსეს ქალ-ვაჟთა პირველდაწყებითი სკოლა, რომელიც შემდეგ პროგიმნაზიად გადაკეთდა. 1906 წელს მეფის მთავრობამ დახურა ხონის პროგიმნაზია. 1910 წელს რუსეთში ჩავიდა და დასახლდა ქალაქ ნოვოროსიისკში. დიდი ბრძოლის შემდეგ მოახერხა ნოვოროსიისკის მუშათა შვილებისათვის დაწყებითი სკოლის გახსნა, რომელსაც იგი ხელმძღვანელობდა ცხრა წლის განმავლობაში. 1919 წელს საცხოვრებლად საქართველოში დაბრუნდა და ოჯახური მდგომარეობის გამო აღარ მუშაობდა. იგი ოცდახუთი წელი ემსახურა ახალგაზრდობის აღზრდის საქმეს. წყარო: განმანათლებლობა საქართველოში: იდეები და მოღვაწეები: nateba.websail.net
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |