შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ელენე ბახტაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: დაბა ხონი. დაამთავრა ქ. ქუთაისის საქალებო გიმნაზია 1892 წელს. 1894 წელს ელენემ და მისმა ძმამ ილია ბახტაძემ (ხონელმა) დაბა ხონში დააარსეს ქალ-ვაჟთა პირველდაწყებითი სკოლა, რომელიც შემდეგ პროგიმნაზიად გადაკეთდა. 1906 წელს მეფის მთავრობამ დახურა ხონის პროგიმნაზია. 1910 წელს რუსეთში ჩავიდა და დასახლდა ქალაქ ნოვოროსიისკში. დიდი ბრძოლის შემდეგ მოახერხა ნოვოროსიისკის მუშათა შვილებისათვის დაწყებითი სკოლის გახსნა, რომელსაც იგი ხელმძღვანელობდა ცხრა წლის განმავლობაში. 1919 წელს საცხოვრებლად საქართველოში დაბრუნდა და ოჯახური მდგომარეობის გამო აღარ მუშაობდა. იგი ოცდახუთი წელი ემსახურა ახალგაზრდობის აღზრდის საქმეს. წყარო: განმანათლებლობა საქართველოში: იდეები და მოღვაწეები: nateba.websail.net
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |