The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ნიკოლოზ როინიშვილი

ნიკოლოზ როინიშვილი
Date of birth:25 December, 1900
Date of death:25 December, 1970  (at 70 years)
Category:Engineer, Scientist, Educator

Biography

დაბადების ადგილი: ქ. აშხაბადი.

დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო პოლიტექნიკური ინსტიტუტი 1929 წელს.

სხვადასხვა დროს მუშაობდა საქართველოს სამშენებლი, საპროექტო სამეცნიერო–კვლევით დაწესებულებებში. 1930 წლიდან ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას თბილისის რკინიგზის ტრანსპორტის ინჟინერთა ინსტიტუტში, 1959 წლიდან კი საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში. ნიკოლოზ როინიშვილის სამეცნიერო ნაშრომების მთავარი თემა იყო რკინიგზების მიმოკვლევა და დაპროექტება. მის მიერ დამუშავებული პრობლემა - კლდოვანი ჩამოქცევებისაგან ლიანდაგის დამცავი ნაგებობების დაპროექტების და გაანგარიშების მეთოდიკა მსოფლიო მნიშვნელობის საკითხს წარმოადგენს და დღემდე სახელმძღვანელოდ არის მიჩნეული. გამოქვეყნებული აქვს 80-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი და ერთი მონოგრაფია. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი (1956), პროფესორი (1957). სპეციალისტი რკინიგზის ტრანსპორტის დარგში.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.8.-თბ., 1984. -გვ.423; გამოჩენილი ინჟინრები და მეცნიერები: კრებული/შემდგ.: მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე [და სხვ.]. -თბ., 2012. -გვ.122

Awards and Honors

  • 1961 - საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დამსახურებული მოღვაწე
  • 1956 - საქართველოს უმაღლესი სკოლის დამსახურებული მოღვაწე

Share: