The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



რამაზ ლაღიძე

რამაზ ლაღიძე
Date of birth:6 January, 1913
Date of death:26 November, 1989  (at 76 years)
Category:Scientist, Educator, Chemist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი 1936 წელს.

1953 წლიდან იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პეტრე მელიქიშვილის სახელობის ფიზიკური და ორგანული ქიმიის ინსტიტუტის ორგანული სინთეზის ლაბორატორიის გამგე. რ. ლაღიძის შრომები ეძღვნება ძირითადად მრავალატომიანი სპირტების, აცეტილური გლიკოლებისა და მათი რთული ეთერების არენებთან კონდენსაციათა რეაქციებს. ამ გზით განხორციელდა მრავალრიცხოვანი ალიფატურ–არომატული სპირტების, ეთერების, ციკლური კეტონების, ამინებისა და ამინოთიოლების სინთეზი. აცეტილენური გლიკოლების საფუძველზე მიიღო პოლიციკლური არომატული ნახშირწყალბადები, რომელსაც აგრეთვე "ლაღიძის ნახშირწყალბადებს" უწოდებენ. სამეცნ. მოღვაწეობის პარალელურად 1952 წლიდან ლექციებს კითხულობდა ორგანულ ქიმიაში ქუთაისში ა. წულუკიძის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტში (ახლანდელი ა. წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი), საქართველოს სოხუმის სუბტროპიკულ მეურნეობათა და საქართველოს პოლიტექნიკურ (ამჟამად სტუ) ინსტიტუტებში. მანვე საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს ონკოლოგიის სამეცნიერო ცენტრთან ჩამოაყალიბა ბიოპრეპარატების სინთეზის ლაბორატორია (1968). ქიმიურ მეცნიერებათა დოქტორი (1952), პროფესორი (1955). მიტროფანე ლაღიძის შვილი.

წყარო: ქსე: ტ.6.–თბ.,1983.–გვ.146;  საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.geსაქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.304

Member of Organizations

  • საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტია, წევრი (1948-)
  • საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, წევრ-კორესპონდენტი (1983-)

Awards and Honors

  • 1986 - საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პ. მელიქიშვილის სახელობის პრემია
  • 1967 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე

Bibliography


Share: