The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



მურმან კიკვიძე

მურმან კიკვიძე
Date of birth:8 February, 1947  (78 years)
Category:Medical Doctor

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ჭრებალო, ამბროლაურის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1971 წელს.

1973–1975წწ. იყო ლენტეხის რაიონის მთავარი ექიმის მოადგილე სამკურნალო დარგში; 1975–1977წწ.  თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის შინაგან სნეულებათა პროპედევტიკის კათედრის კლინიკური ორდინატორი; 1977–1978წწ. მცხეთის საავადმყოფოს სასწრაფო დახმარების განყოფილების გამგე; 1979 წლიდან აკადემიკოს ნ. ყიფშიძის სახელობის კლინიკური საავადმყოფოს ალერგიული განყოფილების გამგე. ავტორია 10 სამეცნიერო ნაშრომის, 1990 წელს გამოქვეყნებული აქვს მეთოდური რეკომენდაცია "ოთახის მტვრისმიერი ბრონქული ასთმის სპეციფიკური მკურნალობის თავისებურებანი". ალერგოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ოთახის მტვრისმიერი ბრონქული ასთმის კლინიკურ–იმუნოლოგიური თავისებურებანი მკურნალობასთან დაკავშირებით", დაიცვა 1993 წელს.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.153

Member of Organizations

  • ევროპის ალერგოლოგთა ასოციაცია, წევრი
  • საქართველოს ალერგოლოგთა ასოციაცია, წევრი

Share: