Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
მანანა კიკნაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1970 წელს, მოსკოვის ალ. მიასნიკოვის სახელობის კარდიოლოგიის სამეცნიერო ინსტიტუტის ასპირანტურა 1976 წელს. 1970–1973წწ. იყო მცხეთის რაისაავადმყოფოს თერაპევტი; 1978–994წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სუბორდინატორთა ჰოსპიტალური თერაპიის კათედრის ასისტენტი; 1995 წლიდან ამავე კათედრის პროფესორი. ავტორია 60 სამეცნიერო ნაშრომის, რომლებიც ეხება გულის უკმარისობისა და არტერიული ჰიპერტონიის დროს მეტაბოლურ და ჰორმონალურ ცვლილებებს. კარდიოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "თირკმელზედა ჯირკვალის მინერალოკორტიკოიდული ფუნქციის შესწავლა ჰიპერტონული დაავადებისა და ორალური კონტრაცეპტივების მიღების დროს", დაიცვა 1977 წელს. სადოქტორო დისერტაციის თემა - "მეტაბოლური ცვლილებების პროგნოსტიკული და დიაგნოსტიკური მნიშვნელობა სხვადასხვა გენეზის გულის უკმარისობის დროს", დაიცვა 1991 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.154 Member of Organizations
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |