შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნინო კილაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სანიტარული ჰიგიენის ფაკულტეტი 1979 წელს. 1979–1980წწ. იყო ჯანდაცვის სამინისტროს რესპუბლიკური სანეპიდსადგურის შრომის ჰიგიენის ექიმი; 1980–1981წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ზოგადი ჰიგიენის კათედრის უფროსი ლაბორანტი; 1981 წლიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ჰიგიენის კათედრის ასისტენტი. ავტორია 22 სამეცნიერო ნაშრომის, რომლებშიც ძირითადად გაშუქებულია შრომის ჰიგიენის საკითხები. ჰიგიენისტი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ცხელი მიკროკლიმატის პირობებში მომუშავე ქალთა გადახურებისაგან დაცვის პროფილაქტიკური ღონისძიებების ფიზიოლოგიურ–ჰიგიენური დასაბუთება", დაიცვა 1992 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.155 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |