The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გრიგორ არწრუნი

გრიგორ არწრუნი
Date of birth:27 February, 1845
Date of death:31 December, 1892  (at 47 years)
Category:Publicist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. მოსკოვი.

ძირძველი არისტოკრატიული წარმომავლობის მქონე სომხური ოჯახის წარმოამდგენელი. დაწყებითი განათლება რუსულ და ფრანგულ ენებზე მიიღო, 12 წლის ასაკიდან სომხურს სწავლობდა. თბილისის კლასიკური გიმნაზიის დამთავრების შემდეგ ჯერ მოსკოვისა და პეტერბურგის, შემდეგ კი ციურიხის, ჟენევისა და ჰაიდელბერგის უნივერსიტეტებში სწავლობდა. ჰაიდელბერგში მიიღო ფილოსოფიისა და პოლიტიკური ეკონომიის დოქტორის ხარისხი. პუბლიცისტური მოღვაწეობა 1865 წელს დაიწყო. ლიბერალური მსოფლმხედველობის მქონე, პროგრესულად მოაზროვნე ჟურნალისტი იყო, ზრუნავდა მოსახლეობის დაბალ ფენებში განათლების ფართოდ გავრცელებისა და ქალთა ემანსიპაციისთვის. 1872 წელს თბილისში დააარსა სომხურენოვანი ლიტერატურულ-პოლიტიკური გაზეტი "მშაკ"("მუშა"), რომელიც 1920 წლამდე გამოდიოდა. ქარვასლაც ჰქონდა იმ ადგილას, სადაც ამჟამად გრიბოედოვის სახელობის რუსული დრამატული თეატრია. 1879 წელს ამ ქარვასლის ერთი ნაწილი ქართული თეატრალური დასის მესვეურთა თხოვნით თეატრად გადააკეთა, რომელიც ქართული თეატრალური დასის მუდმივ კერად გადაიქცა.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. I. -თბ., 1975. -გვ. 616

Bibliography


Share: