შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გრიგორ არწრუნი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. მოსკოვი. ძირძველი არისტოკრატიული წარმომავლობის მქონე სომხური ოჯახის წარმოამდგენელი. დაწყებითი განათლება რუსულ და ფრანგულ ენებზე მიიღო, 12 წლის ასაკიდან სომხურს სწავლობდა. თბილისის კლასიკური გიმნაზიის დამთავრების შემდეგ ჯერ მოსკოვისა და პეტერბურგის, შემდეგ კი ციურიხის, ჟენევისა და ჰაიდელბერგის უნივერსიტეტებში სწავლობდა. ჰაიდელბერგში მიიღო ფილოსოფიისა და პოლიტიკური ეკონომიის დოქტორის ხარისხი. პუბლიცისტური მოღვაწეობა 1865 წელს დაიწყო. ლიბერალური მსოფლმხედველობის მქონე, პროგრესულად მოაზროვნე ჟურნალისტი იყო, ზრუნავდა მოსახლეობის დაბალ ფენებში განათლების ფართოდ გავრცელებისა და ქალთა ემანსიპაციისთვის. 1872 წელს თბილისში დააარსა სომხურენოვანი ლიტერატურულ-პოლიტიკური გაზეტი "მშაკ"("მუშა"), რომელიც 1920 წლამდე გამოდიოდა. ქარვასლაც ჰქონდა იმ ადგილას, სადაც ამჟამად გრიბოედოვის სახელობის რუსული დრამატული თეატრია. 1879 წელს ამ ქარვასლის ერთი ნაწილი ქართული თეატრალური დასის მესვეურთა თხოვნით თეატრად გადააკეთა, რომელიც ქართული თეატრალური დასის მუდმივ კერად გადაიქცა. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. I. -თბ., 1975. -გვ. 616 ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |