The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ლუკა ასათიანი

ლუკა ასათიანი
დაბადების თარიღი:1826
გარდაცვ. თარიღი:9 ნოემბერი, 1901  (75 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:მთავარანგელოზის ეკლესია, ქუთაისი, სოფ. ზემო ქვიტირი
კატეგორია:თანამდებობის პირი, საზოგადო მოღვაწე

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ქვიტირი, ქუთაისის გუბერნია.

დაამთავრა ოთხკლასიანი სასწავლებელი. მუშაობა დაიწყო ბაქოს საოლქო სასამართლოს წევრად. სასამართლოში მუშაობის საკმაო გამოცდილების მქონე და პირადი თვისებებით დაჯილდოებული ახალგაზრდა ქუთაისში გადმოიყვანეს და საოლქო სასამართლოს წევრად დანიშნეს; შემდეგ ერევანში გადავიდა სამუშაოდ და გუბერნიის სამმართველოში საკმაოდ მაღალ თანამდებობაზე დანიშნეს; მალე იგი ქუთაისში ოლქის სასამართლოს წევრად დანიშნეს; 1879 წელს აირჩიეს ქუთაისის ქალაქის თავად. მან მოკლე დროში შეძლო ქალაქის ხმოსანთა ურთიერთშეკავშირება. რამდენიმე თვეში ქუთაისის საქალაქო გამგეობა ერთულოვან შეკავშირებულ და მთლიან ერთეულს წარმოადგენდა. თუ ადრე ქუთაისის ხმოსნებად უპირატესად ვაჭრებს ირჩევდნენ, მან ისინი თანდათანობით ცნობილი ადამიანებით ჩაანაცვლა. იგი დროსა და ენერგიას არ იშურებდა, რათა ქალაქისთვის რაიმე სარგებელი მოეტანა.  XIX საუკუნის 70-იანი წლების დასასრულს დაიწყო ქუთაისის გაევროპელება და იგი ლუკა ასათიანის სახელს უკავშირდება. აშენდა ახალი სახლები, დაიგო ქუჩები, ქალაქი განათდა, გაუკეთდა ტროტუარები. მისი თორმეტწლიანი მოღვაწეობის დროს ბევრი სასწვლებელი გაიხსნა; ჩამოყალიბდა თეატრალური სასწავლებელი; 1884-1885წწ. აღადგინეს 1850 წელს აშენებული ჯაჭვის ხიდი; 1890-1893წწ. აიგო ამაღლების სახელობის ტაძარი. 1895 წელს იგი ქალაქ ბათუმის თავად აირჩიეს. მან დიდი წვლილი შეიტანა ქალაქის განაშენიანებაში. განსაკუთრებით აღსანიშნავია ქალაქის მიმდებარე ტერიტორიებზე ჭაობის ამოშრობა, კაპიტალურად გაყვანილი სანიაღვრე კანალიზაციის არხები (მათ შორის ჟილინსკისა და ივანოვის არხები), რომლებმაც მთელი ქალაქი გადაკვეთეს. პარალელურად წარმოებდა ქალაქის დადაბლებული ადგილების ხრეშითა და გრუნტით მოზვინვა. შედეგად შესაძლებელი გახდა ახალი ქუჩების გაყვანა და ნაწილის კეთილმოწყობა. მისი პირადი ინიციატივით დაიწყო ბათუმის საბჭოს შენობის აგება, რომელიც დღესაც ამშვენებს ქალაქს. მისივე მმართველობის პერიოდშია აშენებული ახლანდელი რესპუბლიკური საავადმყოფო, რომელიც აჭარის მოსახლეობას დღესაც ემსახურება. იგი დიდ ყურადღებას უთმობდა ბათუმში განათლების აღმავლობის საქმეს. მისი ინიციატივით ქალაქში უმოკლეს ვადაში ყველა ეროვნებისათვის მათ ენაზე დაწყებითი კლასები გაიხსნა. ბათუმის ერთ-ერთ ქუჩას ლუკა ასათიანის სახელი აქვს მინიჭებული. 2013 წელს ბათუმში ლუკა ასათიანის ძეგლი გაიხსნა. ცნობილი საზოგადო მოღვაწე. 

წყარო: განმანათლებლობა საქართველოში - იდეები და მოღვაწეები: nateba.webbreeze.netfacebook.com


გააზიარე: