შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვანო მურადელი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. გორი. დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1931 წლს. 1934–1938წწ. ის სწავლობდა მოსკოვის კონსერვატორიაში; ჯერ კიდევ სტუდენტობის პერიოდში გამოვიდა სამოღვაწეო ასპარეზზე; 1929–1932 მუშაობდა სამუსიკო ნაწილის გამგედ თბილისის მუშა-ახალგაზრდობის თეატრში; მუსიკალურად გააფორმა კ. მარჯანიშვილის მიერ დადგმული სპექტაკლი "მზის დაბნელება საქართველოში"; 1932–1934 მუშაობდა საესტრადო განხრით ვ. გოძიაშვილთან ერთად; 1934 გადავიდა მოსკოვში; 1939–1948წწ. იყო სსრკ მუსიკალური ფონდის თავმჯდომარე; 1942–1944 იყო სსრ კავშირის სამხედრო–საზღვაო ფლოტის ცენტრალური ანსამბლის ხელმძღვანელი; მისი ნაწარმოებებია: "ოთხი ქართული სიმღერა"(1935); "ქართული სიმფონიური საცეკვაო"(1936); "ექვსი რომანსი" პუშკინის ლექსებზე"(1937); ოპერები – "დიადი მეგობრობა"(1947), "ოქტომბერი"(1961); ოპერეტები – "ცისფერთვალა ქალიშვილი"(1965), "მოსკოვი–პარიზი–მოსკოვი"(1967); "ქართული საცეკვაო" – ქსილოფონისა და ფორტეპიანოსათვის(ახალი რედაქცია 1968); "ექვსი საფორტეპიანო პიესა"(1969); 2 სიმფონია, კანტატები, გუნდები, მასიური სიმღერები(300–ზე მეტი, მათ შორის "ჩემო გორო" და "გორის მოსწავლეთა სიმღერა" ორივე 1960 წელს); მუსიკა სპექტაკლებისა და კინოფილმებისათვის; საზოგადო მოღვაწე. წყარო: მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2007. – გვ. 184 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |