The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თენგიზ მუშკუდიანი

თენგიზ მუშკუდიანი
დაბადების თარიღი:12 ივნისი, 1927
გარდაცვ. თარიღი:2 ივლისი, 2023  (96 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:მახათას მთის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონი, თბილისი
კატეგორია:მომღერალი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

1951 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი. 1955 წელს სწავლა განაგრძო ვანო სარაჯიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში ვოკალურ ფაკულტეტზე (პროფ. ე. ქაშაკაშვილის კლასი).

1954 წლიდან იყო ზ. ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის წამყვანი სოლისტი და ასრულებდა ბანის პარტიებს, რომელთაგან აღსანიშნავია: ბორისი, პიმენი (მ. მუსორგსკის "ბორის გოდუნოვი"), მეფისტოფელი (შ. გუნოს "ფაუსტი"), მეწისქვილე (ი. დარგომიჟსკის "ალი"), დონ ბაზილიო (ჯ. როსინის "სევილიელი დალაქი"), გალიცკი (ა. ბოროდინის "თავადი იგორი"), რენე, ტიბო, ჟანა დ'არკი (პ. ჩაიკოვსკის "იოლანტა", "ორლეანელი ქალწული"), ცანგალა, ენგიჩარი (ზ. ფალიაშვილის "დაისი", "ლატავრა"), ხევისბერი (ო. თაქთაქიშვილის "მინდია"), შერგილი (რ. ლაღიძის "ლელა"), მეფე გიორგი (მ. ბალანჩივაძის "დარეჯან ცბიერი"), დონ ჯოვანი (ი. მოცარტის "დონ ჯოვანი"). სრული დიაპაზონის ლამაზი და სასიამოვნო ტემბრის ბანმა, მუსიკალობამ, არტისტულმა გარეგნობამ მას აღიარება მოუტანა. გადაღებულია კინოში: არქიტექტორი ("აბეზარა"), ჭიაბერი ("დიდოსტატის მარჯვენა"). სასცენო კარიერის დასრულების შემდეგ განაგრძო აქტიური პედაგოგიური მოღვაწეობა; 1985-2005 წლებში იყო თბილისის პირველი სამუსიკო სკოლის დირექტორი, ასევე კონსერვატორიის პროფესორი. 2016 წლის 14 ივლისს, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის წინ საზეიმოდ გაიხსნა მომღერლის ვარსკვლავი.

წყარო: მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2007. – გვ. 190; წიგნი ღირსებისა: . 1/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2000. - გვ.364; 2007 წლის საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო, ქორეოგრაფია.- თბ., 2007.- გვ.60

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1996 - ღირსების ორდენი
    ქართული მუსიკალური ხელოვნების განვითარების, მისი პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისა და ნაყოფიერი პედაგოგიური მოღვაწეობისათვის
  • 1965 - საქართველოს სახალხო არტისტი
  • 1957 - საქართველოს დამსახურებული არტისტი

გააზიარე: