შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
თამარ ქალდანი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იორიდიული ფაკულტეტი, კანადის მენეჯმენტის ინსტიტუტისა(ონტარიო) და ახალი ორლეანის(აშშ) დელტის საერთაშორისო უნივერსიტეტი ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამა. 2000-2003წწ. მუშობდა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში; 2004 წელს საადვოკატო საქმიანობას ეწეოდა კორძაძის საადვოკატო ბიუროში; 2005-2013წწ. ხელმძღვანელობდა კანონის უზენაესობის პროგრამას "ფონდი ღია საზოგადოება - საქართველოში"; 2013 წლიდან საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი; კითხულობს ლექციებს თსუ-სა და ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტებზე. არის ათამდე პუბლიკაციის, მათ შორის სამოქალაქო განათლების მე-10 კლასის სახელმძღვანელოს თანაავტორი. წყარო: თავისუფლების დღიურები, 2014 : რადიო "თავისუფლების" პროექტი. - თბ.,.- 2015.-გვ.121 ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |