The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



სოსო ფხაკაძე

სოსო ფხაკაძე
Date of birth:22 May, 1971  (53 years)
Category:Businessmen

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი და გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, თსუ ბიზნესის უმაღლესი  სკოლა.

მიიღო ეკონომიკის მაგისტრის ხარისხი ჯორჯტაუნის(ვაშინგტონი, აშშ) უნივერსიტეტის დიპლომატიის სკოლაში, ჰარვარდის(აშშ) ბიზნესსკოლასა და ჯონ კენედის სახელობის სკოლაში. მიღებული აქვს მოსკოვის(რუსეთი) სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის მართვისა და ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხი. დაარსა ავტოგასამართი სადგურების ქსელი "კანარგო", რომელიც მოგვიანებით "ვისოლის" სახელით დამკვიდრდა საქართველოს ბაზარზე; 2000 წლიდან სათავეში უდგას "ვისოლის" დირექტორთა საბჭოს; არის პრეზიდენტი "ვისოლ ჯგუფისა", რომელიც აერთიანებს ისეთ კომპანიებს, როგორიცაა "ვისოლი", "სმარტი", "ვენდი", "დანკინ დონატსი", "ვიანორი" და სხვა. ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი.

წყარო: თავისუფლების დღიურები, 2014 : რადიო "თავისუფლების" პროექტი. - თბ.,.- 2015.-გვ.128

Member of Organizations

  • საქართველოს ბიზნეს ასოციაცია, ვიცე-პრეზიდენტი (2009-)
  • საქართველოს ფინანსური ბაზრების ასოციაცია, პრეზიდენტი

Share: