The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



დიმიტრი მჭედლიძე

დიმიტრი მჭედლიძე
Date of birth:14 January, 1904
Date of death:21 December, 1983  (at 79 years)
Category:Singer

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი სვირი, ზესტაფონის რაიონი.

დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1925 წელს, ლენინგრადი სახელმწიფო კონსერვატორია 1932 წელს.

1927–1932წწ. იყო ლენინგრადი ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტი, 1933–1952წწ. სსრკ მოსკოვის დიდი თეატრის სოლისტი, 1950–1952წწ. ამ თეატრის სარეპერტუარო ნაწილისა და საოპერო დასის გამგე; 1952–1963წწ. და 1967–1973წწ. იყო ზ. ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის დირექტორი და სამხატვრო ხელმძღვანელი, 1969–1973წწ. ამ თეატრის ფილიალის, ქუთაისის საოპერო თეატრის დირექტორი; ფლობდა ლამაზი ტემბრის ხმას(ბანი); დაჯილდოებული იყო სცენური ნიჭით; შესრულებული აქვს, მთავარი პარტიები: ცანგალა(ზ. ფალიაშვილის "დაისი"), ბორისი(მუსორგსკის "ბორის გოდუნოვი"), მეწისქვილე(დარგომიჟსკის "ალი"), მეფისტოფელი(გუნოს "ფაუსტი"), გუდალი(რუბინშტეინის "დემონი"); 1955 წლიდან იყო ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პედაგოგი, მისი მოწაფეები იყვნენ: თ. ლაფერაშვილი, ჯ. მდივანი, რ. კუბლაშვილი; ავტორია წიგნისა "ქართველ მომღერალთა სამი თაობა"(1968, თბილისი).

წყარო: მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2007. – გვ. 192

Awards and Honors

  • საქართველოს სახალხო არტისტი

Share: