The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ევგენი მიქელაძე

ევგენი მიქელაძე
დაბადების თარიღი:27 ივნისი, 1903
გარდაცვ. თარიღი:დეკემბერი, 1937  (34 წლის ასაკში)
კატეგორია:დირიჟორი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ბაქო.

დაამთავრა პეტერბურგის სახელმწიფო კონსერვატორია.

1931–1937წწ. იყო ზ. ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის დირიჟორი, 1933 წლიდან მთავარი დირიჟორი, 1937 წლიდან სამხატვრო ხელმძღვანელი; 1932 წელს დააარსა თბილისის კონსერვატორიის სტუდენტთა ორკესტრი; 1933–1937წწ. ხელმძღვანელობდა მის მიერ დაარსებულ საქართველოს სახელმწიფო სიმფონიურ ორკესტრს; შესანიშნავად უძღვებოდა ორ დიდ საქმეს – საოპერო და სიმფონიურ ხელოვნებას; მისი თაოსნობით სიმფონიური მუსიკის პროპაგანდამ საქართველოში დიდ მასშტაბს მიაღწია; მის რეპერტუარში იყო: ბეთჰოვენის, ვაგნერის, შუბერტის, ბრამსის, ბერლიოზის, ჩაიკოვსკის, ბოროდინის, რიმსკი–კორსაკოვის, მალერის, რ. შტრაუსის, პროკოფიევის, სტრავინსკის, შოსტაკოვიჩის ქმნილებანი; დირიჟორობდა ქართული სიმფონიური მუსიკის ადრინდელ ნიმუშებს(შ. მშველიძის, გ. კილაძის, ი. ტუსკიას, შ. თაქთაქიშვილის, ი. გოკიელის ნაწარმოებებს); მისი ხელმძღვანელობით გამართულმა საკონცერტო სეზონებმა დიდი სტიმული მისცა ეროვნულ სიმფონიურ შემოქმედების სწრაფ განვითარებას; მისი ხელმძღვანელობით ზ. ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრმა შემოქმედებით აღმავლობას მიაღწია, 1937 წელს ეს განსაკუთრებით გამოვლინდა ქართული ხელოვნებისა და ლიტერატურის I დეკადაზე მოსკოვში; ის დირიჟორობდა ზ. ფალიაშვილის ოპერებს("აბესალომ და ეთერი" და "დაისი"), საოპერო რეპერტუარში გამოირჩეოდა ბიზეს "კარმენი", ვერდის "ოტელო" და "აიდა", ბოროდინის "თავადი იგორი", პუჩინის "ტოსკა", გუნოს "ფაუსტი", ჩაიკოვსკის "ევგენი ონეგინი", დონიცეტის "დონ პასკუალე", მუსორგსკის "ბორის გოდუნოვი", რიმსკი–კორსაკოვის "მფის საცოლე", მ. ბალანჩივაძის "დარეჯან ცბიერი", დ. არაყიშვილის "თქმულება შოთა რუსთაველზე"; მისი ხელოვნებისათვის დამახასიათებელი იყო მასშტაბურობა, მგზნებარე ტემპერამენტი, შინაგანი დისციპლინა; მან სრულყო ქართული ეროვნული სადირიჟორო ხელოვნება; 1937 წელს იქნა რეპრესირებული. 

წყარო: მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2007. – გვ. 178

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე

გააზიარე: