The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნელი კიტია

დაბადების თარიღი:13 აგვისტო, 1936  (88 წლის)
კატეგორია:ექიმი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1961 წელს.

1961–1965წწ. იყო ბორჯომის სანატორიუმ "ლიკანის" ექიმი–ორდინატორი; 1965–1966წწ. ჰემატოლოგიის და ს/გ სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ექიმი–ნევროპათოლოგი; 1966–1978წწწ. ამავე ინსტიტუტის ექიმი–ტრანსფუზიოლოგი; 1969–1979წწ. ჰემოთერაპიის განყოფილების უმცროსი მეცნიერ–თანამშრომელი; 1979–1988წწ. ამავე განყოფილების მეცნიერ–თანამშრომელი; 1988 წლიდან კლინიკური ტრანსფუზიოლოგიის უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი. ავტორია 30 სამეცნიერო ნაშრომის ლეიკოზების მკურნალობის და ტრანსფუზიოლოგიის აქტუალურ საკითხებზე. ჰემატოლოგ–ტრანსფუზიოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ქრონიკული მიელოლეიკოზის ბლასტური ფაზის თავისებურებები, დიფერენციალური დიაგნოზი და მკურნალობა", დაიცვა 1985 წელს.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.157


გააზიარე: