Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ილია ჯანდიერი![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ვაჩნაძიანი, თელავის მაზრა, ახლანდელი გურჯაანის რაიონი. დაამთავრა თბილისის რეალური სასწავლებელი 1899 წელს; რიგის პოლიტექნიკური ინსტიტუტის სასოფლო-სამეურნეო ფაკულტეტი პირველი ხარისხის აგრონომის წოდებით 1906 წელს. 1911-1913წწ. სამეცნიერო მივლინებით იყო გერმანიასა და ჰოლანდიაში; 1914-1917წწ. პეტროგრადის აგრონომიული ინსტიტუტის ზოგადი ზოოტექნიკის კათედრის გამგე; 1917-1919წწ. ამავე ინსტიტუტის პრორექტორი და რექტორი 1919-1922 წლებში; 1925 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი; 1927 წელს მისი ინიციატივით დაარსდა საქართველოს ცენტრალური ზოოტექნიკური სადგური, რომელიც 1931 წელს გადაკეთდა ამიერკავკასიის, ხოლო 1938 წელს საქართველოს მეცხოველეობის სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტად, რომლის დირექტორადაც დაინიშნა; 1929-1930წწ. ლექციებს კითხულობდა ერევნის ზოოვეტერინალურ ინსტიტუტში და შეთავსებით ხელმძღვანელობდა შინაურ ცხოველთა კვების კათედრას; 1930 წლიდან საქართველოს სასოფლო სამეურნეო ინსტიტუტის კვების კათედრის გამგე; მისი გამოკვლევები ეხება საქართველოს ყველა ზონის ბალახების ყუათიანობას, ცხვრის დუმის ბიოლოგიურ მნიშვნელობა წყურვილისა და შიმშილის დროს, მეცხოველეობის პროდუქტის გადამუშავებას და სხვ. ჯანდიერის ინიციატივით შეიმუშავეს რძისა და ყველის ქარხნების განლაგებისა და ტიპების პროექტი. ექსპედიციური და სტაციონარული გამოკვლევებით ი. ჯანდიერმა დაადგინა ადგილობრივი ჯიშების გენოფონდი, მათი პოტენცია. ქართველი ზოოტექნიკოსი, ქართული ზოოტექნიკური მეცნიერების ფუძემდებელი, პროფესორი(1917). რეპრესირებული; 1957 წელს ი. ჯანდიერი რეაბილიტირებული იქნა როგორც სრულიად უდანაშულო. წყარო: საქართველოს ზოოტექნიკური განათლებისა და მეცნიერების ფუძემდებლები. – თბ., 2004. – გვ.47; ქართული საბჭოთა ენციკლოპედია : ტ. 11 .-თბ.,1987.-გვ.538 Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |