The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



მერი ნაკაშიძე

მერი ნაკაშიძე
Date of birth:14 April, 1914
Date of death:27 July, 1986  (at 72 years)
Category:Singer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. სიღნაღი.

დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1936 წელს.

1936–1963წწ. იყო ზ. ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტი; ლამაზი ხმის(ლირიკულ–კოლორატურული სოპრანო) მქონე მსახიობმა შექმნა მრავალი დასამახსოვრებელი ვოკალურ–სცენური სახე, რომელთაგან ნატიფი ლირიზმითა და პოეტურობით გამოირჩევა: მარო, ლატავრა(ზ. ფალიაშვილის "დაისი", "ლატავრა"), ქეთო(ვ. დოლიძის "ქეთო და კოტე"), ცირა(მ. ბალანჩივაძის "დარეჯან ცბიერი"), მზია, ბულბული(ა. ანდრიაშვილის "კაკო ყაჩაღი", "ჩხიკვთა ქორწილი"), ლაკმე(დელიბის "ლაკმე"), ვიოლეტა, ჯილდა(ვერდის "ტრავიატა", "რიგოლეტო"), როზინა(როსინის "სევილიელი დალაქი"), მარფა(რიმსკი–კორსაკოვის "მეფის საცოლე"); წარმატებით ასრულებდა გლიერის კონცერტს ვოკალისათვის, ი. შტრაუსის ვალსს "ვენის ტყის ზღაპრები", ბრუსილოვსკის "ორ მერცხალს", უკრაინულ ხალხურ სიმღერას "სოლოვეიკო"; ეწეოდა ნაყოფიერ საკონცერტო მოღვაწეობას; გასტროლებს მართავდა სსრკ ქალაქებში, იყო პოლონეთში, გერმანიაში; გაახმოვანა ქეთოს პარტია ფილმში "ქეთო და კოტე"(1948).

წყარო: მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2007. – გვ. 193; ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7. -თბ., 1984. -გვ. 302 

Awards and Honors

  • 1957 - ვოკალისტთა საკავშირო კონკურსი
  • 1955 - საქართველოს სახალხო არტისტი
  • 1951 - ვოკალისტთა რესპუბლიკური კონკურსი
  • საპატიო ნიშნის ორდენი
  • შრომის წითელი დროშის ორდენი

Share: